© bloom bagebi 2024.


ქალაქის ცენტრალურ ადგილას, ბუნებასთან ჰარმონიაში.

Bloom Bagebi პრემიუმ ხარისხის საოჯახო კონცეფციის დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 6200 კვ.მ-ზე გააერთიანებს დაბალი განაშენიანების ენერგოეფექტურ შენობასა და რეკრეაციულ სივრცეებს. პროექტი საოჯახო საცხოვრებლის კონცეფციით შენდება, ტელეკომუნიკაციების სექტორსა და სამშენებლო ინდუსტრიაში 10 წლიანი გამოცდილების მქონე საინვესტიციო კომპანიის “ჰაირაიზ გრუფის” მიერ.

Bloom Bagebi გონივრული ინვესტიციაა – მშენებლობის მაღალი ხარისხით, მყუდრო მოდერნისტული არქიტექტურით, განიერ ტერასებზე გაშენებული ინდივიდუალური ბაღებით, საერთო მოხმარების რეკრეაციული სივრცეებით – შიდა ტერასული ბაღით, ბავშვებისთვის და ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილი ზონებით.

პროექტის მდებარეობა

Bloom Bagebi შენდება თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში – ბაგებში, ქალაქის ყველა წერტილიდან ადვილად მისადგომ ადგილას. აქ ვაკის პარკიდან 5 წუთში მოხვდებით, საბურთალოდან კი ბაგების ხიდის გავლით, სულ რაღაც, 2 წუთი დაგჭირდებათ.

ჩვენი მისამართია – წყნეთის გზატკეცილი N40.

პროექტის მახასიათებლები

უსაფრთხო და მყუდრო ცხოვრებისთვის – საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორია დახურულია და მოქმედებს 24/7-ზე დაცვის ვიდეო მონიტორინგის სისტემა. გერმანული წარმოების შიდა რკინის კარს მოყვება ჭკვიანი სახლის სისტემის ჩამკეტები და სამართავი აპლიკაცია.

ეკოლოგიურად სუფთა გარემო – ადგილმდებარეობა გამოირჩევა სუფთა ჰაერის ხარისხის მაღალი ინდექსით, რასაც ვაკის პარკის, კუს ტბის და წყნეთის კლიმატურ ზონასთან სიახლოვე განაპირობებს.

გამწვანებული სივრცე – „ბლუმ ბაგების” ეზოს პერიმეტრი 2200 კვ.მ.-ს მოიცავს და აერთიანებს სამ განსხვავებულ ლანდშაფტურ ზონას – შიდა ბაღს, ტერასულ ბაღს, საბავშვო ზონას და სივრცეს თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის.

ბენეფიტები და სერვისები

– სამდონიანი მიწისქვეშა პარკინგი სამი ოფციით – VIP პარკინგი ლოქერებით, ორადგილიანი საოჯახო პარკინგი და სტანდარტული

-24/7 ვიდეო მონიტორინგის დაცვის სისტემა მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის

– პრივატული სპორტდარბაზი მხოლოდ ჩვენი მაცხოვრებლებისთვის

– კონსიერჟის მომსახურება

– მებაღის მომსახურება

– დასუფთავების სამსახურება

– ჭკვიანი სახლის სისტემა, დისტანციური მართვის ჩამკეტებით

– ჩაბარების პირობა – გაუმჯობესებული მწვანე კარკასი

– 110 ენდემური ჯიშის ხე-მცენარე საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე

პროექტი დასრულდება 2025 წლის დეკემბერში.

ჩხეიძის პროექტი აბაშიძის პროექტი

"ჰაირაიზ გრუფ" საინვესტიციო კომპანიაა 10 წლიანი გამოცდილებით ტელეკომუნიკაციების სექტორსა და სამშენებლო ინდუსტრიაში. წარმოგიდგენთ წარმატებით დასრულებულ ჩვენს პროექტებს აბაშიძისა და ჩხეიძის ქუჩებზე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ "ჰაირაიზ გრუფის" ვებ საიტს: www.highrise.ge