Bloom Bagebi - Bloom Bagebi

ბაგები თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საცხოვრებელი უბანი

საცხოვრებელი ადგილის არჩევისას ადამიანები დღეს მხოლოდ ბინის ფართობსა და ფასს აღარ აფასებენ. გადაწყვეტილებაზე სულ უფრო მეტად მოქმედებს გარემო, ყოველდღიური კომფორტი, ინფრასტრუქტურა და ის პერსპექტივა, რომელსაც კონკრეტული ლოკაცია მომავალში ქმნის.

სწორედ ამ მიზეზით ბაგები ბოლო წლებში თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და სწრაფად განვითარებად საცხოვრებელ უბნად ჩამოყალიბდა. ეს არის ადგილი, სადაც ქალაქის დინამიკა და ბუნებრივი გარემო ერთმანეთს ავსებს, ხოლო თანამედროვე ინფრასტრუქტურა ცხოვრების მაღალ ხარისხს ქმნის.

ლოკაცია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს

ბაგების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სტრატეგიული მდებარეობაა. უბანი თბილისის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს მდებარეობს, რაც საშუალებას გაძლევთ, სწრაფად დაუკავშირდეთ ქალაქის მთავარ ბიზნეს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს.

ამავდროულად, ბაგები ინარჩუნებს იმ სიმშვიდეს, რომელსაც ცენტრალურ უბნებში სულ უფრო იშვიათად შეხვდებით. სწორედ ეს ბალანსი – ქალაქთან სიახლოვე და მშვიდი გარემო – განსაზღვრავს უბნის მზარდ პოპულარობას.

განვითარებული ინფრასტრუქტურა – ყოველდღიური კომფორტის საფუძველი

თანამედროვე ცხოვრების სტილი სრულყოფილ ინფრასტრუქტურას მოითხოვს. საერთაშორისო და კერძო სკოლები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული სივრცეები, კვების ობიექტები და სავაჭრო ცენტრები – ყველაფერი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს, ბაგების მიმდებარედ არის ხელმისაწვდომი.

სწორედ ამიტომ ეს ლოკაცია განსაკუთრებით მიმზიდველია როგორც ოჯახებისთვის, ისე მათთვის, ვინც ქალაქის აქტიურ რიტმში ცხოვრობს, თუმცა არ სურს ყოველდღიური დრო გადაადგილებაში დაკარგოს.

მწვანე გარემო – თანამედროვე ფუფუნება

დღეს პრემიუმ საცხოვრებელი გარემო მხოლოდ არქიტექტურით აღარ განისაზღვრება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც ადამიანი ყოველდღიურად ცხოვრობს.

ბაგები გამოირჩევა გამწვანებული გარემოთი, სუფთა ჰაერითა და ნაკლები ურბანული ხმაურით. სწორედ ეს გარემო ქმნის ცხოვრების განსხვავებულ ხარისხს – სივრცეს, სადაც შესაძლებელია როგორც აქტიური დღის შემდეგ დასვენება, ისე ოჯახთან ერთად დროის მშვიდ გარემოში გატარება.

ლოკაცია, რომელიც ინვესტიციას დამატებით ღირებულებას სძენს

უძრავი ქონების ბაზარზე ლოკაცია ყოველთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. სწორედ ის განსაზღვრავს როგორც დღევანდელ კომფორტს, ისე ქონების მომავალ ღირებულებას.

ბაგები დღეს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევა. განვითარებადი ინფრასტრუქტურა, ახალი პრემიუმ პროექტები და უბნის მზარდი მოთხოვნა ქმნის მყარ საფუძველს, რომ ამ ლოკაციამ მომავალშიც შეინარჩუნოს და გაზარდოს თავისი საინვესტიციო მიმზიდველობა.

რატომ ირჩევს ბაგებს სულ უფრო მეტი ოჯახი?

თანამედროვე მყიდველი საცხოვრებელ სივრცეს მხოლოდ კვადრატულ მეტრებში აღარ აფასებს. მისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო, სიმშვიდე, ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, ბუნებასთან სიახლოვე და ის კომფორტი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.

სწორედ ამ მოთხოვნებზე პასუხობს ბაგები – უბანი, რომელიც დღეს უკვე არა მხოლოდ სასურველ საცხოვრებელ ადგილად, არამედ ცხოვრების თანამედროვე სტანდარტის ნაწილად იქცა.

როდესაც სწორ ლოკაციას პრემიუმ კონცეფცია ემატება

ლოკაციის პოტენციალი სრულად მაშინ ვლინდება, როდესაც მას შესაბამისი ხარისხის პროექტი ავსებს.

Bloom Bagebi სწორედ ამ იდეაზეა დაფუძნებული. პროექტი აერთიანებს ბაგების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციას, დაბალსართულიან განაშენიანებას, გამწვანებულ გარემოსა და თანამედროვე საცხოვრებელი სივრცისთვის აუცილებელ სტანდარტებს.

კომპლექსში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ისე მშენებლობის ხარისხს. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობა, თანამედროვე საინჟინრო სისტემები, კეთილმოწყობილი საერთო სივრცეები და მაცხოვრებელზე ორიენტირებული კონცეფცია ქმნის გარემოს, სადაც კომფორტი, უსაფრთხოება და გრძელვადიანი ღირებულება ერთიანდება.

სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარია ბაგებში ცხოვრების ახალ სტანდარტზე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლოკაცია, არამედ ის პროექტიც, რომელიც ამ ლოკაციის შესაძლებლობებს სრულად ავითარებს. Bloom Bagebi სწორედ ასეთი სივრცეა – ადგილი, სადაც თანამედროვე ქალაქური ცხოვრება ბუნებასთან, ხარისხთან და პრემიუმ საცხოვრებელ გამოცდილებასთან ჰარმონიულად ერთიანდება.

Highrise Group-მა მარიამ ბოლქვაძე „ბლუმ ბაგების“ ბრენდ-ამბასადორად წარადგინა

ქალაქში, სადაც ყოველი დღე ხმაურთან და საცობებთან ასოცირდება, ალბათ ბევრს გვაერთიანებს სურვილი – საღამოს ისეთ სივრცეში დავბრუნდეთ, სადაც ამ ქაოსს სრული სიმშვიდე ჩაანაცვლებს, სადაც ენერგიას აღვიდგენთ, დავიმუხტებით და მომავალი დღის გამოწვევებისთვის მოვემზადებით. სწორედ ეს მარტივი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ადამიანური საჭიროება იქცა Highrise Group-ისა და პროფესიონალი ჩოგბურთელის, მარიამ ბოლქვაძის კოლაბორაციის ამოსავალ წერტილად. მარიამი პროექტ „ბლუმ ბაგების“ ბრენდ-ამბასადორი იქნება და კომუნიკაციაში საკუთარი ცხოვრების სტილსა და ბუტიკური საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციას, დისციპლინას, დეტალების მიმართ პერფექციონიზმსა და ჯანსაღი ბალანსის ძიებას გააერთიანებს. როგორ შეუძლია გონივრულად დაგეგმარებულ საცხოვრებელ სივრცეს დააბალანსოს ქალაქის დამღლელი დინამიკა და მობინადრეებს საკუთარი სიმშვიდის კუნძული აჩუქოს? თანამშრომლობის დეტალებზე Highrise Group-ის მარკეტინგის დირექტორი თინა ბურდული და მარიამ ბოლქვაძე გვიამბობენ.

M: როგორ დაიბადა Highrise Group-ისა და მარიამ ბოლქვაძის პარტნიორობის იდეა და, კონკრეტულად, რა კრიტერიუმებმა განაპირობა „ბლუმ ბაგების“ ბრენდ-ამბასადორად მისი შერჩევა?

თინა: Highrise Group-ისთვის „ბლუმ ბაგები“ მნიშვნელოვანი საცხოვრებელი კომპლექსია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, რომელიც ადამიანების ცხოვრებას მშვიდს, უსაფრთხოს, კომფორტულსა და დაბალანსებულს გახდის. „ბლუმ ბაგები“ კი სწორედ ამ ხედვის შედეგია.

ბრენდ-ამბასადორის შერჩევისას ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ფასეულობებს ბუნებრივად განასახიერებდა. მარიამ ბოლქვაძე წარმატებული ქართველი სპორტსმენია, რომელმაც საკუთარი კარიერა შრომით, დისციპლინით, მიზანდასახულობითა და მუდმივი განვითარების სურვილით შექმნა.

სწორედ ეს თვისებებია სრულ თანხვედრაში იმ პრინციპებთან, რომლებსაც Highrise Group თითოეული პროექტის შექმნისას ეყრდნობა. ამიტომ მარიამთან თანამშრომლობა ჩვენთვის პარტნიორობაზე მეტია – საერთო ღირებულებებისა და ხედვის ბუნებრივი გაერთიანებაა.

M: რა მიზნებს ისახავს ეს კოლაბორაცია და როგორ დაეხმარება ის „ბლუმ ბაგებს“ პრემიუმ-კლასის აუდიტორიასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციაში?

თინა: ჩვენი მაცხოვრებლებისთვის უმნიშვნელოვანესია ის გარემო, ცხოვრების სტილი და ემოციური გამოცდილება, რომელსაც „ბლუმ ბაგები“ ქმნის თავისი გამორჩეული კონცეფციით, ინფრასტრუქტურითა და ლოკაციით. ეს სივრცე სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვისთვისაც ჯანსაღი, უსაფრთხო და დინამიკური ყოველდღიურობა პრიორიტეტია.

მარიამი: ჩემი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიო ჯანსაღი ცხოვრების სტილს. ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში საზოგადოება ბევრად უფრო აქტიური გახდა – სულ უფრო მეტი ადამიანი ვარჯიშობს და დაკავებულია სპორტით, თუნდაც სამოყვარულო დონეზე. ვფიქრობ, „ბლუმ ბაგების“ საცხოვრებელი კომპლექსი ამ ადამიანებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, იდეალური გარემოა.

M: მარიამ, თქვენთვის, როგორც პროფესიონალი სპორტსმენისთვის, რატომ აღმოჩნდა საინტერესო „ბლუმ ბაგების“ საცხოვრებელი კონცეფცია?

მარიამი: ჩემთვის, როგორც პროფესიონალი სპორტსმენისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტი და შინაგანი სიმშვიდეა. სპორტში შედეგის მიღწევა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე არ არის დამოკიდებული, გარემო, რომელშიც ცხოვრობ და ისვენებ, პირდაპირ აისახება შენს განწყობასა და პერფორმანსზე.

სწორედ ამიტომ მომხიბლა „ბლუმ ბაგების“ კონცეფციამ. აქ, პირველ რიგში, დავინახე მშვიდი, დაბალანსებული და ადამიანზე ორიენტირებული გარემო, რომელიც თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს სრულად პასუხობს.

ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი, გამწვანებული სივრცეები და ჯანსაღი გარემო. „ბლუმ ბაგების“ ლოკაცია და კონცეფცია იდეალურ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ დატვირთული დღის ან ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ სრულფასოვნად დაისვენო, აღიდგინო ენერგია და დრო ხარისხიან გარემოში გაატარო.

M: ამავდროულად, პროფესიონალი ჩოგბურთელი ხართ – გვიამბეთ ამ გამოცდილებაზე, მიღწევებსა და მიზნებზე…

მარიამი: დიახ, ჩოგბურთს ბავშვობიდან ვთამაშობ და ეს სპორტი დღემდე ჩემი უდიდესი სიყვარულია. ჩოგბურთი გამორჩეულია იმით, რომ ერთდროულად მოითხოვს ფიზიკურ გამძლეობას, ფსიქოლოგიურ სიმტკიცესა და ტაქტიკურ აზროვნებას. სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის მას ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოს და განაპირობებს იმას, რომ წლების შემდეგაც იგივე მოტივაციით ვდგები კორტზე.

ყოველი დღე და ყოველი მატჩი განსხვავებული გამოწვევაა, რაც მუდმივი განვითარების შესაძლებლობას მაძლევს. კარიერის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დამიგროვდა, თუმცა ჩემი მიზნები გაცილებით დიდია. მინდა, ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, მუდმივად განვვითარდე, გავხდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და ვნახო, სადამდე მიმიყვანს ეს გზა.

M: „ბლუმ ბაგების“ უპირატესობებიდან რა გახდა პირადად მარიამისთვის მთავარი მოტივაცია, რომ ამ პროექტის სახე გამხდარიყო?

მარიამი: პერფექციონისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ეს თვისება აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც საკუთარ სფეროში წარმატების მიღწევა სურს – იქნება ეს სპორტი, ბიზნესი თუ ნებისმიერი სხვა პროფესია. მაღალი შედეგები ყოველთვის მაღალ სტანდარტებთან, დისციპლინასა და დეტალების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებასთან არის დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ ვიგრძენი „ბლუმ ბაგებთან“ განსაკუთრებული თანხვედრა. ეს არის პროექტი, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული და თითოეულ დეტალში მაღალი სტანდარტების დაცვა იგრძნობა.

მომწონს მათი ხედვა და მიდგომა, რომლის ცენტრშიც ადამიანი დგას. პრემიუმ-ხარისხი, გამორჩეული ლოკაცია, მშვიდი საცხოვრებელი გარემო და ეკოლოგიურად სუფთა უბანი – ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებსაც „ბლუმ ბაგები“ თავის მაცხოვრებლებს სთავაზობს. სწორედ ეს ქმნის სივრცეს, სადაც შეგიძლია სრულფასოვნად იცხოვრო, განვითარდე და ყოველდღიური ბალანსი შეინარჩუნო.

M: რა მთავარ კონცეპტუალურ სიახლესა და ღირებულებას სთავაზობს „ბლუმ ბაგები“ თბილისის დეველოპერულ ბაზარს?

თინა: დღეს, თბილისში სულ უფრო რთული ხდება ბალანსის პოვნა ურბანულ დინამიკასა და პირად სიმშვიდეს შორის. ჩვენი კონცეფცია ეფუძნება დაბალგანაშენიანებულ, ადამიანზე ორიენტირებულ საცხოვრებელ გარემოს, სადაც პრიორიტეტულია უსაფრთხოება, სიმშვიდე, კომფორტი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

„ბლუმ ბაგები“ ბუტიკური ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მხოლოდ 77 მობინადრეს აერთიანებს. ეს ქმნის უფრო მშვიდ, კერძო და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს, სადაც თითოეულ დეტალსა და მაცხოვრებლის გამოცდილებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ დაბალი განაშენიანებაა, რაც თანამედროვე ურბანულ გარემოში სულ უფრო იშვიათი და ღირებული ხდება. შედეგად, მაცხოვრებლები იღებენ მეტ სივრცეს, მეტ სიმწვანესა და მეტ სიმშვიდეს, რაც პირდაპირ აისახება ცხოვრების ხარისხზე.

ამავდროულად, პროექტი გამოირჩევა სტრატეგიული ლოკაციით, რომელიც აერთიანებს მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და კავშირს ქალაქის ძირითად, ცენტრალურ უბნებთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის – სკოლების, ბაღებისა და უნივერსიტეტების სიახლოვეს, რაც ოჯახებისთვის დამატებით კომფორტსა და ღირებულებას ქმნის.

ვფიქრობ, სწორედ ეს ბალანსი – ბუტიკური სტილი, დაბალი განაშენიანება, გამწვანებული გარემო და ქალაქის ცენტრთან სიახლოვე – არის ის, რაც „ბლუმ ბაგებს“ თბილისის დეველოპერულ ბაზარზე გამორჩეულ ადგილს ანიჭებს.

M: როგორ აპირებთ ამ კოლაბორაციით აუდიტორიას აჩვენოთ, რომ „ბლუმ ბაგები“ თანამედროვე, აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის თანამდევი ფილოსოფიაა?

თინა: მარიამი ზუსტად გამოხატავს იმ ფილოსოფიას, რომელსაც „ბლუმ ბაგები“ ეფუძნება – ეს არის მუდმივი განვითარება, მიზანდასახულობა და ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესი. ამ კოლაბორაციით გვინდა ვაჩვენოთ, რომ თანამედროვე სახლი ერთგვარი ეკოსისტემაა, რომელიც შთაგაგონებს, იზრუნო საკუთარ თავსა და ოჯახზე.

M: რა მოლოდინები გაქვთ უშუალოდ ამ პარტნიორობის სამომავლო ეტაპებისგან და კიდევ რა სიახლეებს უნდა ელოდეს მომხმარებელი მიმდინარე პროექტისგან?

თინა: გვჯერა, რომ ყველაზე ძლიერი პარტნიორობები საერთო ღირებულებებს ეფუძნება. სწორედ ამიტომ, ვხედავთ ამ კოლაბორაციას გრძელვადიან ურთიერთობად, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიას უფრო ახლოს გავაცნობთ როგორც „ბლუმ ბაგების“ კონცეფციას, ისე იმ ცხოვრების სტილს, რომელსაც პროექტი წარმოადგენს.

ჩვენი მიზანია, მარიამთან ერთად კიდევ უფრო მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ „ბლუმ ბაგები“ არის სივრცე ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ ხარისხს, კომფორტს, ჯანსაღ გარემოსა და მაღალ სტანდარტებს.

რაც შეეხება თავად პროექტს, „ბლუმ ბაგები“ უკვე მშენებლობის დასკვნით ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხედვა მალე სრულყოფილ რეალობად იქცევა. მთავარი მოლოდინი კი ისაა, რომ ამ პარტნიორობის მეშვეობით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნობთ „ბლუმ ბაგების“ უნიკალურ კონცეფციას – ბუტიკური ტიპის, დაბალგანაშენიანებულ საცხოვრებელ სივრცეს, სადაც სიმშვიდე, უსაფრთხოება, სიმწვანე და კომფორტი ერთიანდება.

პარტნიორობა, რომელიც საცხოვრებელ გარემოს აუმჯობესებს

თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ბლუმ ბაგებმა არჩევანი შეაჩერა ბენე კომფორტთან პარტნიორზე, რომელიც მაღალი სტანდარტის საცხოვრებელი გარემოს სრულფასოვან მართვას უზრუნველყოფს.

ბენე კომფორტი არის უძრავი ქონების მართვის მულტიფუნქციური კომპანია, რომელსაც დეველოპერული ობიექტების ადმინისტრირების 6-წლიანი გამოცდილება აქვს. მათი გუნდი უძრავ ქონებას სრულ სერვისებს სთავაზობს – ტექნიკური ექსპლუატაციიდან დაწყებული, რეზიდენტების მუდმივი კომფორტის მხარდაჭერით დამთავრებული.

ბლუმ ბაგების მცხოვრებლები სტაბილურად ისარგებლობენ ბენე კომფორტის პროფესიონალური გუნდის მომსახურებით, მათ შორის კომპლექსის ტექნიკური მართვით, საერთო სივრცეების მოვლითა და დასუფთავებით, ინფრასტრუქტურის კონტროლითა და პრობლემებზე ოპერატიული რეაგირებით.

ქონების სწორი კოორდინაცია გადამწყვეტია, რადგან კარგად მოწყობილი საცხოვრებელი გარემო თავისთავად არ ყალიბდება – ის სისტემურ ზრუნვას საჭიროებს. შესაბამისად, გონივრული მართვა ინფრასტრუქტურის ხარისხს გრძელვადიანად ინარჩუნებს და უზრუნველყოფს, რომ ყოველი მცხოვრები თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობდეს.

ბლუმ ბაგები ქმნის მაღალი სტანდარტის საცხოვრებელ გარემოს, ბენე კომფორტი კი მას პროფესიონალიზმით მართავს. ერთად ვაყალიბებთ იმ სტანდარტს, რომელსაც თანამედროვე საცხოვრებელი გარემო მოითხოვს.

გლობალური სტანდარტი ბლუმ ბაგებში – Otis Elevator Company

თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში ლიფტი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია – ის გავლენას ახდენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე.

ბლუმ ბაგების მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყოველი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა პრემიუმ სტანდარტს პასუხობს. ამ მიდგომიდან გამომდინარე, ლიფტების სისტემისთვის არჩევანი შევაჩერეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და გამოცდილ კომპანიაზე – Otis Elevator Company-ზე.

Otis Elevator Company ლიფტებისა და ესკალატორების სფეროს გლობალური ლიდერია, რომელსაც 170 წელზე მეტი ისტორია აქვს და 200-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. მისი რეპუტაცია 3 ძირითად პრინციპს ეფუძნება: მაღალი უსაფრთხოების სტანდარტები, ტექნოლოგიური ინოვაცია და გრძელვადიანი სანდოობა – ის მახასიათებლები, რომლებიც პრემიუმ პროდუქტს სჭირდება.

ბლუმ ბაგების პარტნიორია ICE Engineering Group, რომელიც კომპლექსს Otis-ის ბრენდის ლიფტებს აწვდის. Otis-თან თანამშრომლობა კარგად გააზრებული ნაბიჯია და ბლუმ ბაგებისთვის კონკრეტულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს ნიშნავს. თანამედროვე, ენერგოეფექტური სისტემები ოპტიმიზირებულია ინტენსიური ყოველდღიური გამოყენებისთვის, ლიფტები კი ინტეგრირებულია შენობის სრულ ინფრასტრუქტურასთან და შეესაბამება ბლუმ ბაგების არქიტექტურულ და ესთეტიკურ კონცეფციას.

Otis-ის სისტემა პრაქტიკულ განსხვავებას ქმნის ყოველდღიურ რეჟიმში – სწრაფი და საიმედო მომსახურება, დაბალი ხმაურის დონე და უსაფრთხოების მოწინავე სტანდარტები უზრუნველყოფს გამართულ მუშაობას მინიმალური შეფერხებით. ლიფტი აღარ არის მხოლოდ ტექნიკური ნაწილი – ის იქცევა ელემენტად, რომელიც რეალურად ამარტივებს ცხოვრებას და ზრდის საცხოვრებელი გარემოს საერთო ხარისხს, რაც მცხოვრებლებისთვის ყოველდღიური კომფორტის გაუმჯობესებაში გამოიხატება.

სწორი პარტნიორობა საერთო ხედვას ეფუძნება: ხარისხი დეტალებაზე ზრუნვით იწყება. ბლუმ ბაგები ქმნის ხარისხიან საცხოვრებელ გარემოს, ICE Engineering Group კი მის ტექნოლოგიურ საფუძველს უზრუნველყოფს.

რა უნდა იცოდე ბინის შიდა განვადებით შეძენისას

ადამიანების უმრავლესობისთვის საცხოვრებელი ფართის შეძენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელიც მომავალი 10-15 წლის მანძილზე განსაზღვრავს მათი ცხოვრების ფინანსურ მდგომარეობას. დღევანდელ რეალობაში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ბინები შიდა განვადებით, რადგან უმეტესობისთვის ეს ბანკის იპოთეკის თავიდან აცილების ერთადერთი რეალისტური გზაა.

ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ გაერკვეთ შიდა განვადების სპეციფიკაში და გაანალიზოთ, რამდენად მომგებიანი იქნება თქვენთვის მსგავსი შემოთავაზებით სარგებლობა საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

რას ნიშნავს შიდა უპროცენტო განვადება?

როდესაც სამშენებლო თუ დეველოპერული კომპანია “შიდა განვადებას” გთავაზობთ, ეს ნიშნავს რომ შეთანხმებას საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ პირდაპირ მასთან დებთ, ბანკის ჩარევის გარეშე.

ბლუმ ბაგების ინტერიერიარ არსებობს შიდა განვადების ერთიანი ფორმულა – ყველა კომპანია პირობებს თავის შეხედულებისამებრ ადგენს. ზოგიერთისგან ბინები წინასწარი შენატანის გარეშეც შეგიძლიათ შეიძინოთ (ეს ვარიანტი განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს საწყისი კაპიტალი და არ სურს საბანკო სესხის აღება), თუმცა კომპანიების აბსოლუტური უმეტესობა დღესდღეობით ითხოვს წინასწარ შენატანს 10%-20%-ის რაოდენობით (20% საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ამჟამად სტანდარტად ითვლება).

თუ უფრო მოქნილი გრაფიკი და პირობები გჭირდებათ, ვიდრე ტრადიციული საბანკო იპოთეკა, მშენებარე ბინები შიდა განვადებით ხშირად საუკეთესო გამოსავალია – მყიდველს აქვს შესაძლებლობა პირდაპირ კომპანიას შეუთანხმოს გადახდის პერიოდი და თვიური შენატანის ოდენობა თავისი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამასთან ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირობებზე შეთანხმების შესაძლებლობა არ ნიშნავს რომ აბსოლუტური თავისუფლება გეძლევათ – კომპანიას დიდი ალბათობით ექნება მინიმალური თვიური შენატანისა და შიდა განვადების მაქსიმალური ხანგრძლივობის პირობებიც.

ბლუმ ბაგების შემოთავაზება

საინვესტიციო კომპანია “ჰაირაზ გრუფის” მიმდინარე პროექტი “ბლუმ ბაგები” გაძლევთ იდეალურ შესაძლებლობას ბინის შესაძენად. გთავაზობთ წინასწარი შენატანის გარეშე შიდა უპროცენტო განვადებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. ჩვენი კომპლექსის მომავალ ბინადარს აქვს შესაძლებლობა ჩვენთან შეიძინოს ბინა თუ მას არ აქვს საწყისი კაპიტალი, კომპლექსის დასრულებამდე კი გადაანაწილოს მისთვის მორგებული გრაფიკით მთლიანი ბინის ღირებულების მინიმუმ 20%, ასევე მას შეუძლია დაფაროს დარჩენილი 80% შიდა უპროცენტო გადანაწილებით ამავე პერიოდში, რაც შესაძლებლობას აძლევს მყიდველს თავი აირიდოს ბანკის ზედმეტი ვალდებულებებისგან.

გადახდის შესაძლებლობები:

  • შიდა უპროცენტო განვადება წინასწარი შენატანის გარეშე თქვენზე მორგებული გრაფიკით
  • “სოლო” და “თიბისი”-ის მომხმარებლებისთვის 7%-მდე ფასდაკლება
  • ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში

პროექტის დეტალები:

  • დასრულების ვადა: 2025 წლის დეკემბერი
  • გაუმჯობესებული მწვანე კარკასის კონდიცია
  • მოჭიმული იატაკი და მოპირკეთებული აივანი
  • საუკეთესო ხარისხის კარ-ფანჯარა
  • მიყვანილია კოსმეტიკურ რემონტამდე
  • ორდონიანი პარკინგი
  • ფიტნეს დარბაზი
  • უსაფრთხოების სისტემა ჭკვიანი სახლის დისტანციური მართვის კარის ჩამკეტებით

საინვესტიციო კომპანია “ჰაირაზ გრუფს”, რომელიც 10 წლიანი გამოცდილებით ოპერირებს სამშენებლო ინდუსტრიაში, აქვს რამდენიმე წარმატებით დასრულებული კომპლექსი, არის ოფიციალური წევრი ამერიკული ბიზნესასოციაციის “American Chamber of Commerce in Georgia” (AMCHAM).

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.highrise.ge

“ბლუმ ბაგების” პრემიუმ ხარისხის პროექტი ბინის შეძენის მსურველებს აძლევთ იდეალურ შესაძლებლობას შიდა უპროცენტო გადახდის მოქნილი პირობებით გახდეს კომპლექსის ბინადარი.

„ჰაირაიზ გრუფი” AMCHAM Georgia-ს წევრი გახდა

“ბლუმ ბაგების” პროექტის ავტორი “ჰაირაიზ გრუფი” ამერიკული ბიზნესასოციაციის – “American Chamber of Commerce in Georgia” (AMCHAM) ოფიციალური წევრი გახდა.

Highrise Group Investment

AMCHAM საერთაშორისო ბიზნესასოციაციაა, რომელიც 1998 წლიდან საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და აერთიანებს 260-ზე მეტ წამყვან კომპანიას.

AMCHAM შეხვედრა 1
AMCHAM შეხვედრა 2
AMCHAM შეხვედრა 3
AMCHAM შეხვედრა 4

“ჰაირაიზ გრუფის” დამფუძნებლებმა ერეკლე გველესიანმა და გიორგი თევზაძემ AMCHAM Georgia-ს აღმასრულებელ დირექტორს, ჯორჯ ვოლტონსა და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელს, ნინი კაპანაძეს უმასპინძლეს.

რატომ უნდა გადმოხვიდე ბაგებში საცხოვრებლად

ბაგები ეკოლოგიურად სუფთა უბანია თბილისის ცენტრში, ვაკის რაიონში. ბაგების მთავარი უპირატესობა ადვილად მისადგომი უნიკალური მდებარეობაა – 5 წუთის სავალზეა საბურთალოდან, ბაგების ახალი ხიდის გავლით და სულ რაღაც, 2 წუთი დაგჭირდებათ ვაკის პარკში, კუს ტბაზე და წყნეთში მოსახვედრად.

თუ საცხოვრებლად ბაგებში გადმოსვლაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ ეს ნიშნავს – გამწვანებულ გარემოს, სიმშვიდეს, სუფთა ჰაერს ქალაქის ცენტრში.

 

ბაგების განაშენიანების ისტორია

ბაგების როგორც უბნის ისტორია 80-იანი წლებიდან იწყება. სწორედ, საბჭოთა პერიოდში გადაწყდა ტერასული ტიპის უბნის განაშენიანება ვაკის განაპირას, წყნეთის გზატკეცილის გასწვრივ, რომელიც მანამდე აუთვისებელ რეკრეაციულ ზონად მიიჩნეოდა.

ბაგები ისტორიულად იყო ერთ-ერთი ძირითადი გზაჯვარედინი, რომელიც თბილისს წყნეთისკენ აკავშირებდა. ეს გზა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თბილისთან მიმოსვლაში.

თბილისის ურბანიზაციის პროცესში, მე-20 საუკუნეში, ბაგებში დაიწყო დასახლებების მშენებლობა და ის იქცა თანამედროვე უბნად.

“ბლუმ ბაგების” კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ადვილად მისადგომი მდებარეობაა. აქ ქალაქის ცენტრიდან ვაკის პარკიდან და კუს ტბიდან 2 წუთში მოხვდები. ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსიდან 300 მეტრში ბაგების ხიდი მდებარეობს, რომელიც სულ რაღაც 5 წუთში დაგაკავშირებს საბურთალოსთან.

უბნის სახელწოდებას – “ბაგები” ურბანისტები უკავშირებენ სიტყვას – „ბაღი”, რაც სიმწვანესთან ასოცირდება და სამართლიანად შეესაბამება კიდეც ამ მწვანე უბანს. ბაგების ტერიტორია თბილისისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ როგორც დასახლება, არამედ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. მისი ტყე და მწვანე ზონა ერთგვარი ბუნებრივი ფილტვია ქალაქისთვის, რაც საუკუნეების განმავლობაში თბილისური ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილი იყო.

 

ბუნებრივი გარემო და სუფთა ჰაერი

კვლევების მიხედვით, რომელიც “ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალმა” გამოქვეყნა, ბაგებში სუფთა ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი ბევრად უკეთესია ჭავჭავაძის და აბაშიძის ქუჩებთან შედარებით. “ბლუმ ბაგების” ტერიტორიაზე განვათავსეთ ჰაერის ხარისხის დაბინძურების ამსახველი სპეციალური აპარატი და აპლიკაცია, რომელიც ჩვენი კომპლექსის მობინადრეებს საშუალებას მისცემს ყოველდღიურად გაზომოს ჰაერის სისუფთავის მაჩვენებელი და იცხოვროს, ისუნთქოს, ისიამოვნოს ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსის ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

“ბლუმ ბაგების” გამწვანებული განიერი ტერასები და კომპლექსის ტერიტორიაზე გამწვანებული 2200 კვ.მ შიდა სივრცე, ბაგების მწვანე ლანდშაფტის ერთგვარი გაგრძელებაა და ჰარმონიულად ერწყმის უბნის საერთო სურათს.

მეზობლობა მყუდრო გარემოში

საბჭოთა პერიოდში ბაგებში აშენდა რამდენიმე სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი დასასვენებელი სახლი და დასახლება, რომელიც თავდაპირველად სპეციალურად ელიტისთვის იყო განკუთვნილი. აქაურობის სუფთა ჰაერი და ბუნებრივი სიმშვიდე ამ დროსაც დიდ ყურადღებას იპყრობდა.

“ბლუმ ბაგები” დაბალი განაშენიანების, მცირებინიანი, მცირედდასახლებული, დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც მეზობლობა შენი არჩევანია. ჩვენი პატარა სამეზობლო, საშუალებას იძლევა სოციალიზდე საერთო მოხმარების რეკრეაციულ სივრცეებში ან განმარტოვდე განიერ ტერასებზე მოწყობილ ინდივიდუალურ ბაღში. არჩევანი შენზეა, ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს ერთნაირად სთავაზობს კომფორტს.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა და განვითარების პოტენციალი

ბაგები განსხვავდება სხვა ურბანული უბნებისგან მაღალი შენობების ნაკლებობით. ამასთან, უბნის ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება, რაც უბანს საცხოვრებლად უფრო კომფორტულსა და პრესტიჟულს ხდის.

“ბლუმ ბაგები” პრემიუმ სტანდარტის, საოჯახო დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია თანამედროვე დიზაინის ენერგოეფექტური შენობითა და რეკრეაციული სივრცეებით.

გადმოდი “ბლუმ ბაგებში”, აქ ყველა პირობაა თქვენი ოჯახური იდილიისთვის.

EN GE