თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ბლუმ ბაგებმა არჩევანი შეაჩერა ბენე კომფორტთან პარტნიორზე, რომელიც მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს სრულფასოვან მართვას უზრუნველყოფს.
ბენე კომფორტი არის უძრავი ქონების მართვის მულტიფუნქციური კომპანია, რომელსაც დეველოპერული ობიექტების ადმინისტრირების 6-წლიანი გამოცდილება აქვს. მათი გუნდი უძრავ ქონებას სრულ სერვისებს სთავაზობს – ტექნიკური ექსპლუატაციიდან დაწყებული, რეზიდენტების მუდმივი კომფორტის მხარდაჭერით დამთავრებული.
ბლუმ ბაგების მცხოვრებლები სტაბილურად ისარგებლობენ ბენე კომფორტის პროფესიონალური გუნდის მომსახურებით, მათ შორის კომპლექსის ტექნიკური მართვით, საერთო სივრცეების მოვლითა და სისუფთავით, ინფრასტრუქტურის კონტროლითა და პრობლემებზე ოპერატიული რეაგირებით. კომფორტი და უსაფრთხოება აქ არა საჭიროება, არამედ ყოველდღიური რეალობაა.
ქონების სწორი კოორდინაცია გადამწყვეტია, რადგან კარგად მოწყობილი საცხოვრებელი გარემო თავისთავად არ ყალიბდება – ის სისტემურ ზრუნვას საჭიროებს. შესაბამისად, გონივრული მართვა ინფრასტრუქტურის ხარისხს გრძელვადიანად ინარჩუნებს და უზრუნველყოფს, რომ ყოველი მცხოვრები თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობდეს.
ბლუმ ბაგები ქმნის მაღალი სტანდარტის საცხოვრებელ გარემოს, ბენე კომფორტი კი მას პროფესიონალიზმით მართავს. ერთად ვაყალიბებთ იმ სტანდარტს, რომელსაც თანამედროვე ცხოვრება მოითხოვს.