რატომ უნდა გადმოხვიდე ბაგებში საცხოვრებლად
ბლუმ ბაგები

რატომ უნდა გადმოხვიდე ბაგებში საცხოვრებლად

ბაგები ეკოლოგიურად სუფთა უბანია თბილისის ცენტრში, ვაკის რაიონში. ბაგების მთავარი უპირატესობა ადვილად მისადგომი უნიკალური მდებარეობაა – 5 წუთის სავალზეა საბურთალოდან, ბაგების ახალი ხიდის გავლით და სულ რაღაც, 2 წუთი დაგჭირდებათ ვაკის პარკში, კუს ტბაზე და წყნეთში მოსახვედრად.

თუ საცხოვრებლად ბაგებში გადმოსვლაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ ეს ნიშნავს – გამწვანებულ გარემოს, სიმშვიდეს, სუფთა ჰაერს ქალაქის ცენტრში.

 

ბაგების განაშენიანების ისტორია

ბაგების როგორც უბნის ისტორია 80-იანი წლებიდან იწყება. სწორედ, საბჭოთა პერიოდში გადაწყდა ტერასული ტიპის უბნის განაშენიანება ვაკის განაპირას, წყნეთის გზატკეცილის გასწვრივ, რომელიც მანამდე აუთვისებელ რეკრეაციულ ზონად მიიჩნეოდა.

ბაგები ისტორიულად იყო ერთ-ერთი ძირითადი გზაჯვარედინი, რომელიც თბილისს წყნეთისკენ აკავშირებდა. ეს გზა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თბილისთან მიმოსვლაში.

თბილისის ურბანიზაციის პროცესში, მე-20 საუკუნეში, ბაგებში დაიწყო დასახლებების მშენებლობა და ის იქცა თანამედროვე უბნად.

“ბლუმ ბაგების” კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ადვილად მისადგომი მდებარეობაა. აქ ქალაქის ცენტრიდან ვაკის პარკიდან და კუს ტბიდან 2 წუთში მოხვდები. ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსიდან 300 მეტრში ბაგების ხიდი მდებარეობს, რომელიც სულ რაღაც 5 წუთში დაგაკავშირებს საბურთალოსთან.

უბნის სახელწოდებას – “ბაგები” ურბანისტები უკავშირებენ სიტყვას – „ბაღი”, რაც სიმწვანესთან ასოცირდება და სამართლიანად შეესაბამება კიდეც ამ მწვანე უბანს. ბაგების ტერიტორია თბილისისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ როგორც დასახლება, არამედ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. მისი ტყე და მწვანე ზონა ერთგვარი ბუნებრივი ფილტვია ქალაქისთვის, რაც საუკუნეების განმავლობაში თბილისური ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილი იყო.

 

ბუნებრივი გარემო და სუფთა ჰაერი

კვლევების მიხედვით, რომელიც “ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალმა” გამოქვეყნა, ბაგებში სუფთა ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი ბევრად უკეთესია ჭავჭავაძის და აბაშიძის ქუჩებთან შედარებით. “ბლუმ ბაგების” ტერიტორიაზე განვათავსეთ ჰაერის ხარისხის დაბინძურების ამსახველი სპეციალური აპარატი და აპლიკაცია, რომელიც ჩვენი კომპლექსის მობინადრეებს საშუალებას მისცემს ყოველდღიურად გაზომოს ჰაერის სისუფთავის მაჩვენებელი და იცხოვროს, ისუნთქოს, ისიამოვნოს ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსის ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

“ბლუმ ბაგების” გამწვანებული განიერი ტერასები და კომპლექსის ტერიტორიაზე გამწვანებული 2200 კვ.მ შიდა სივრცე, ბაგების მწვანე ლანდშაფტის ერთგვარი გაგრძელებაა და ჰარმონიულად ერწყმის უბნის საერთო სურათს.

მეზობლობა მყუდრო გარემოში

საბჭოთა პერიოდში ბაგებში აშენდა რამდენიმე სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი დასასვენებელი სახლი და დასახლება, რომელიც თავდაპირველად სპეციალურად ელიტისთვის იყო განკუთვნილი. აქაურობის სუფთა ჰაერი და ბუნებრივი სიმშვიდე ამ დროსაც დიდ ყურადღებას იპყრობდა.

“ბლუმ ბაგები” დაბალი განაშენიანების, მცირებინიანი, მცირედდასახლებული, დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც მეზობლობა შენი არჩევანია. ჩვენი პატარა სამეზობლო, საშუალებას იძლევა სოციალიზდე საერთო მოხმარების რეკრეაციულ სივრცეებში ან განმარტოვდე განიერ ტერასებზე მოწყობილ ინდივიდუალურ ბაღში. არჩევანი შენზეა, ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს ერთნაირად სთავაზობს კომფორტს.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა და განვითარების პოტენციალი

ბაგები განსხვავდება სხვა ურბანული უბნებისგან მაღალი შენობების ნაკლებობით. ამასთან, უბნის ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება, რაც უბანს საცხოვრებლად უფრო კომფორტულსა და პრესტიჟულს ხდის.

“ბლუმ ბაგები” პრემიუმ სტანდარტის, საოჯახო დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია თანამედროვე დიზაინის ენერგოეფექტური შენობითა და რეკრეაციული სივრცეებით.

გადმოდი “ბლუმ ბაგებში”, აქ ყველა პირობაა თქვენი ოჯახური იდილიისთვის.

გაზიარება
← ბლოგი

სხვა სტატიები

EN GE