კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება ვებგვერდის ყველა მომხმარებელზე და წარმოადგენს იურიდიულ შეთანხმებას ჩვენსა და მომხმარებელს შორის. ამ პოლიტიკაში „თქვენ/მომხმარებელი“ გულისხმობს ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც იყენებს ვებგვერდს, ხოლო „ჩვენ“ გულისხმობს https://bloombagebi.ge/-ს (შემდგომში – ვებგვერდი).

ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას და გვსურს, რომ კომფორტულად იგრძნოთ თავი ჩვენი ვებგვერდის გამოყენებისას.

ჩვენ ვიღებთ საჭირო ზომებს თქვენი ვიზიტების დროს ვებგვერდზე შეგროვილი, დამუშავებული და გამოყენებული პირადი მონაცემების დასაცავად. პირადი მონაცემების დამუშავების პირობები ვებგვერდის გამოყენების დროს აღწერილია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

ვებგვერდზე შესვლით, თქვენ ეთანხმებით და იღებთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის (შემდგომში – „პოლიტიკა“) პირობებს. თუ არ ეთანხმებით ამ პოლიტიკას, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ვებგვერდს.

ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს როგორ ვამუშავებთ მომხმარებლის პირად მონაცემებს, მისი გამოყენების მიზანსა და პირობებს, რომლებიც დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კანონზე „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“.

ჩვენი კონფიდენციალურობის დაპირება:

ჩვენ გპირდებით, რომ:

  • დავიცავთ თქვენს მონაცემებს;
  • გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონის შესაბამისად;
  • მოგაწვდით სრულ და სრულყოფილ ინფორმაციას თქვენი პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ მოთხოვნის საფუძველზე;

თანხმობა:

ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაბამისად, თქვენ გვაძლევთ უფლებას, დავამუშაოთ, შევინახოთ და გამოვიყენოთ თქვენ მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

მონაცემების დამუშავების საფუძველი:

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პირად მონაცემებს შემდეგი გარემოებებით:

  • როცა ჩვენ გვაქვს თქვენი თანხმობა;
  • როცა მონაცემების დამუშავება აუცილებელია ჩვენი იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად;
  • როცა მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი მომსახურებისთვის;
  • როცა მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია კანონით ან მომხმარებლის მხრიდან არის საჯაროდ ხელმისაწვდომი;
  • როცა დამუშავება დაფუძნებულია სხვა იურიდიულ საფუძვლებზე, რომლებიც განსაზღვრულია კანონით.

პირადი მონაცემების დამუშავების მიზანი:

თქვენი პირადი მონაცემების დამუშავება ხდება შემდეგი მიზნებისათვის:

  • მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
  • იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად;
  • ჩვენი მხრიდან თქვენთან ურთიერთობის სამართავად;
  • იმ მომხმარებელთა ჯგუფის განსასაზღვრად, რომელთათვისაც უნდა შევიმუშაოთ სამომავლო შეთავაზებები;
  • თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი ფორმების განსავითარებლად და ჩვენი ბიზნესის გასაზრდელად;
  • მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად;
  • სხვა კანონიერი მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“;
  • ნებისმიერი სხვა კანონიერი ინტერესების დასაცავად.

პირადი ინფორმაციის წყაროები:

ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ თქვენი პირადი ინფორმაცია შემდეგი წყაროებიდან:

  • როცა მომხმარებელი იყენებს ვებგვერდს ან ავსებს მონაცემებს ვებგვერდზე;
  • როცა კომუნიკაცია მიმდინარეობს მობილურის ან ელ. ფოსტის საშუალებით.

დამუშავებული მონაცემები:

ჩვენი მხრიდან უკუკავშირის, სიახლეების, შეთავაზებისა ან პროგრესის მისაღებად, თქვენ უნდა შეავსოთ შემდეგი ინფორმაცია ვებგვერდზე:

  • მობილურის ნომერი
  • ელ. ფოსტა
  • სახელი და გვარი
EN GE