ქალაქში, სადაც ყოველი დღე ხმაურთან და საცობებთან ასოცირდება, ალბათ ბევრს გვაერთიანებს სურვილი – საღამოს ისეთ სივრცეში დავბრუნდეთ, სადაც ამ ქაოსს სრული სიმშვიდე ჩაანაცვლებს, სადაც ენერგიას აღვიდგენთ, დავიმუხტებით და მომავალი დღის გამოწვევებისთვის მოვემზადებით. სწორედ ეს მარტივი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ადამიანური საჭიროება იქცა Highrise Group-ისა და პროფესიონალი ჩოგბურთელის, მარიამ ბოლქვაძის კოლაბორაციის ამოსავალ წერტილად. მარიამი პროექტ „ბლუმ ბაგების“ ბრენდ-ამბასადორი იქნება და კომუნიკაციაში საკუთარი ცხოვრების სტილსა და ბუტიკური საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციას, დისციპლინას, დეტალების მიმართ პერფექციონიზმსა და ჯანსაღი ბალანსის ძიებას გააერთიანებს. როგორ შეუძლია გონივრულად დაგეგმარებულ საცხოვრებელ სივრცეს დააბალანსოს ქალაქის დამღლელი დინამიკა და მობინადრეებს საკუთარი სიმშვიდის კუნძული აჩუქოს? თანამშრომლობის დეტალებზე Highrise Group-ის მარკეტინგის დირექტორი თინა ბურდული და მარიამ ბოლქვაძე გვიამბობენ.
M: როგორ დაიბადა Highrise Group-ისა და მარიამ ბოლქვაძის პარტნიორობის იდეა და, კონკრეტულად, რა კრიტერიუმებმა განაპირობა „ბლუმ ბაგების“ ბრენდ-ამბასადორად მისი შერჩევა?
თინა: Highrise Group-ისთვის „ბლუმ ბაგები“ მნიშვნელოვანი საცხოვრებელი კომპლექსია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, რომელიც ადამიანების ცხოვრებას მშვიდს, უსაფრთხოს, კომფორტულსა და დაბალანსებულს გახდის. „ბლუმ ბაგები“ კი სწორედ ამ ხედვის შედეგია.
ბრენდ-ამბასადორის შერჩევისას ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ფასეულობებს ბუნებრივად განასახიერებდა. მარიამ ბოლქვაძე წარმატებული ქართველი სპორტსმენია, რომელმაც საკუთარი კარიერა შრომით, დისციპლინით, მიზანდასახულობითა და მუდმივი განვითარების სურვილით შექმნა.
სწორედ ეს თვისებებია სრულ თანხვედრაში იმ პრინციპებთან, რომლებსაც Highrise Group თითოეული პროექტის შექმნისას ეყრდნობა. ამიტომ მარიამთან თანამშრომლობა ჩვენთვის პარტნიორობაზე მეტია – საერთო ღირებულებებისა და ხედვის ბუნებრივი გაერთიანებაა.
M: რა მიზნებს ისახავს ეს კოლაბორაცია და როგორ დაეხმარება ის „ბლუმ ბაგებს“ პრემიუმ-კლასის აუდიტორიასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციაში?
თინა: ჩვენი მაცხოვრებლებისთვის უმნიშვნელოვანესია ის გარემო, ცხოვრების სტილი და ემოციური გამოცდილება, რომელსაც „ბლუმ ბაგები“ ქმნის თავისი გამორჩეული კონცეფციით, ინფრასტრუქტურითა და ლოკაციით. ეს სივრცე სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვისთვისაც ჯანსაღი, უსაფრთხო და დინამიკური ყოველდღიურობა პრიორიტეტია.
მარიამი: ჩემი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიო ჯანსაღი ცხოვრების სტილს. ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში საზოგადოება ბევრად უფრო აქტიური გახდა – სულ უფრო მეტი ადამიანი ვარჯიშობს და დაკავებულია სპორტით, თუნდაც სამოყვარულო დონეზე. ვფიქრობ, „ბლუმ ბაგების“ საცხოვრებელი კომპლექსი ამ ადამიანებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, იდეალური გარემოა.
M: მარიამ, თქვენთვის, როგორც პროფესიონალი სპორტსმენისთვის, რატომ აღმოჩნდა საინტერესო „ბლუმ ბაგების“ საცხოვრებელი კონცეფცია?
მარიამი: ჩემთვის, როგორც პროფესიონალი სპორტსმენისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტი და შინაგანი სიმშვიდეა. სპორტში შედეგის მიღწევა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე არ არის დამოკიდებული, გარემო, რომელშიც ცხოვრობ და ისვენებ, პირდაპირ აისახება შენს განწყობასა და პერფორმანსზე.
სწორედ ამიტომ მომხიბლა „ბლუმ ბაგების“ კონცეფციამ. აქ, პირველ რიგში, დავინახე მშვიდი, დაბალანსებული და ადამიანზე ორიენტირებული გარემო, რომელიც თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს სრულად პასუხობს.
ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი, გამწვანებული სივრცეები და ჯანსაღი გარემო. „ბლუმ ბაგების“ ლოკაცია და კონცეფცია იდეალურ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ დატვირთული დღის ან ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ სრულფასოვნად დაისვენო, აღიდგინო ენერგია და დრო ხარისხიან გარემოში გაატარო.
M: ამავდროულად, პროფესიონალი ჩოგბურთელი ხართ – გვიამბეთ ამ გამოცდილებაზე, მიღწევებსა და მიზნებზე…
მარიამი: დიახ, ჩოგბურთს ბავშვობიდან ვთამაშობ და ეს სპორტი დღემდე ჩემი უდიდესი სიყვარულია. ჩოგბურთი გამორჩეულია იმით, რომ ერთდროულად მოითხოვს ფიზიკურ გამძლეობას, ფსიქოლოგიურ სიმტკიცესა და ტაქტიკურ აზროვნებას. სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის მას ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოს და განაპირობებს იმას, რომ წლების შემდეგაც იგივე მოტივაციით ვდგები კორტზე.
ყოველი დღე და ყოველი მატჩი განსხვავებული გამოწვევაა, რაც მუდმივი განვითარების შესაძლებლობას მაძლევს. კარიერის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა დამიგროვდა, თუმცა ჩემი მიზნები გაცილებით დიდია. მინდა, ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, მუდმივად განვვითარდე, გავხდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და ვნახო, სადამდე მიმიყვანს ეს გზა.
M: „ბლუმ ბაგების“ უპირატესობებიდან რა გახდა პირადად მარიამისთვის მთავარი მოტივაცია, რომ ამ პროექტის სახე გამხდარიყო?
მარიამი: პერფექციონისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ეს თვისება აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც საკუთარ სფეროში წარმატების მიღწევა სურს – იქნება ეს სპორტი, ბიზნესი თუ ნებისმიერი სხვა პროფესია. მაღალი შედეგები ყოველთვის მაღალ სტანდარტებთან, დისციპლინასა და დეტალების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებასთან არის დაკავშირებული.
სწორედ ამიტომ ვიგრძენი „ბლუმ ბაგებთან“ განსაკუთრებული თანხვედრა. ეს არის პროექტი, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული და თითოეულ დეტალში მაღალი სტანდარტების დაცვა იგრძნობა.
მომწონს მათი ხედვა და მიდგომა, რომლის ცენტრშიც ადამიანი დგას. პრემიუმ-ხარისხი, გამორჩეული ლოკაცია, მშვიდი საცხოვრებელი გარემო და ეკოლოგიურად სუფთა უბანი – ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებსაც „ბლუმ ბაგები“ თავის მაცხოვრებლებს სთავაზობს. სწორედ ეს ქმნის სივრცეს, სადაც შეგიძლია სრულფასოვნად იცხოვრო, განვითარდე და ყოველდღიური ბალანსი შეინარჩუნო.
M: რა მთავარ კონცეპტუალურ სიახლესა და ღირებულებას სთავაზობს „ბლუმ ბაგები“ თბილისის დეველოპერულ ბაზარს?
თინა: დღეს, თბილისში სულ უფრო რთული ხდება ბალანსის პოვნა ურბანულ დინამიკასა და პირად სიმშვიდეს შორის. ჩვენი კონცეფცია ეფუძნება დაბალგანაშენიანებულ, ადამიანზე ორიენტირებულ საცხოვრებელ გარემოს, სადაც პრიორიტეტულია უსაფრთხოება, სიმშვიდე, კომფორტი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.
„ბლუმ ბაგები“ ბუტიკური ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მხოლოდ 77 მობინადრეს აერთიანებს. ეს ქმნის უფრო მშვიდ, კერძო და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს, სადაც თითოეულ დეტალსა და მაცხოვრებლის გამოცდილებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ დაბალი განაშენიანებაა, რაც თანამედროვე ურბანულ გარემოში სულ უფრო იშვიათი და ღირებული ხდება. შედეგად, მაცხოვრებლები იღებენ მეტ სივრცეს, მეტ სიმწვანესა და მეტ სიმშვიდეს, რაც პირდაპირ აისახება ცხოვრების ხარისხზე.
ამავდროულად, პროექტი გამოირჩევა სტრატეგიული ლოკაციით, რომელიც აერთიანებს მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და კავშირს ქალაქის ძირითად, ცენტრალურ უბნებთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის – სკოლების, ბაღებისა და უნივერსიტეტების სიახლოვეს, რაც ოჯახებისთვის დამატებით კომფორტსა და ღირებულებას ქმნის.
ვფიქრობ, სწორედ ეს ბალანსი – ბუტიკური სტილი, დაბალი განაშენიანება, გამწვანებული გარემო და ქალაქის ცენტრთან სიახლოვე – არის ის, რაც „ბლუმ ბაგებს“ თბილისის დეველოპერულ ბაზარზე გამორჩეულ ადგილს ანიჭებს.
M: როგორ აპირებთ ამ კოლაბორაციით აუდიტორიას აჩვენოთ, რომ „ბლუმ ბაგები“ თანამედროვე, აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის თანამდევი ფილოსოფიაა?
თინა: მარიამი ზუსტად გამოხატავს იმ ფილოსოფიას, რომელსაც „ბლუმ ბაგები“ ეფუძნება – ეს არის მუდმივი განვითარება, მიზანდასახულობა და ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესი. ამ კოლაბორაციით გვინდა ვაჩვენოთ, რომ თანამედროვე სახლი ერთგვარი ეკოსისტემაა, რომელიც შთაგაგონებს, იზრუნო საკუთარ თავსა და ოჯახზე.
M: რა მოლოდინები გაქვთ უშუალოდ ამ პარტნიორობის სამომავლო ეტაპებისგან და კიდევ რა სიახლეებს უნდა ელოდეს მომხმარებელი მიმდინარე პროექტისგან?
თინა: გვჯერა, რომ ყველაზე ძლიერი პარტნიორობები საერთო ღირებულებებს ეფუძნება. სწორედ ამიტომ, ვხედავთ ამ კოლაბორაციას გრძელვადიან ურთიერთობად, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიას უფრო ახლოს გავაცნობთ როგორც „ბლუმ ბაგების“ კონცეფციას, ისე იმ ცხოვრების სტილს, რომელსაც პროექტი წარმოადგენს.
ჩვენი მიზანია, მარიამთან ერთად კიდევ უფრო მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ „ბლუმ ბაგები“ არის სივრცე ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ ხარისხს, კომფორტს, ჯანსაღ გარემოსა და მაღალ სტანდარტებს.
რაც შეეხება თავად პროექტს, „ბლუმ ბაგები“ უკვე მშენებლობის დასკვნით ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხედვა მალე სრულყოფილ რეალობად იქცევა. მთავარი მოლოდინი კი ისაა, რომ ამ პარტნიორობის მეშვეობით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნობთ „ბლუმ ბაგების“ უნიკალურ კონცეფციას – ბუტიკური ტიპის, დაბალგანაშენიანებულ საცხოვრებელ სივრცეს, სადაც სიმშვიდე, უსაფრთხოება, სიმწვანე და კომფორტი ერთიანდება.