© bloom bagebi 2024.
რატომ უნდა გადმოხვიდე ბაგებში საცხოვრებლად

რატომ უნდა გადმოხვიდე ბაგებში საცხოვრებლად

ბაგები ეკოლოგიურად სუფთა უბანია თბილისის ცენტრში, ვაკის რაიონში. ბაგების მთავარი უპირატესობა ადვილად მისადგომი უნიკალური მდებარეობაა.
ჰაირაიზ გრუფი AMCHAM Georgia-ს წევრი გახდა

„ჰაირაიზ გრუფი" AMCHAM Georgia-ს წევრი გახდა

"ბლუმ ბაგების" პროექტის ავტორი "ჰაირაიზ გრუფი" ამერიკული ბიზნესასოციაციის - "American Chamber of Commerce in Georgia" (AMCHAM) ოფიციალური წევრი გახდა.
დახურული საცხოვრებელი კომპლექსი

დახურული საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობები

თბილისის მასშტაბების ზრდასთან ერთად, უფრო მეტი ადამიანი ეძებს დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრების შესაძლებლობებს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, კომფორტი და სტაბილური გარემო დახურული საცხოვრებელი უბანი კარგი არჩევანია.

რატომ უნდა გადმოხვიდე ბაგებში საცხოვრებლად

ბაგების მიმოხილვა

ბაგები ეკოლოგიურად სუფთა უბანია თბილისის ცენტრში, ვაკის რაიონში. ბაგების მთავარი უპირატესობა ადვილად მისადგომი უნიკალური მდებარეობაა - 5 წუთის სავალზეა საბურთალოდან, ბაგების ახალი ხიდის გავლით და სულ რაღაც, 2 წუთი დაგჭირდებათ ვაკის პარკში, კუს ტბაზე და წყნეთში მოსახვედრად.

თუ საცხოვრებლად ბაგებში გადმოსვლაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ ეს ნიშნავს - გამწვანებულ გარემოს, სიმშვიდეს, სუფთა ჰაერს ქალაქის ცენტრში.

ბაგების განვითარება

ბაგების განაშენიანების ისტორია

ბაგების როგორც უბნის ისტორია 80-იანი წლებიდან იწყება. სწორედ, საბჭოთა პერიოდში გადაწყდა ტერასული ტიპის უბნის განაშენიანება ვაკის განაპირას, წყნეთის გზატკეცილის გასწვრივ, რომელიც მანამდე აუთვისებელ რეკრეაციულ ზონად მიიჩნეოდა.

ბაგები ისტორიულად იყო ერთ-ერთი ძირითადი გზაჯვარედინი, რომელიც თბილისს წყნეთისკენ აკავშირებდა. ეს გზა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თბილისთან მიმოსვლაში.

თბილისის ურბანიზაციის პროცესში, მე-20 საუკუნეში, ბაგებში დაიწყო დასახლებების მშენებლობა და ის იქცა თანამედროვე უბნად.

"ბლუმ ბაგების" კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ადვილად მისადგომი მდებარეობაა. აქ ქალაქის ცენტრიდან ვაკის პარკიდან და კუს ტბიდან 2 წუთში მოხვდები. ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსიდან 300 მეტრში ბაგების ხიდი მდებარეობს, რომელიც სულ რაღაც 5 წუთში დაგაკავშირებს საბურთალოსთან.

უბნის სახელწოდებას - "ბაგები" ურბანისტები უკავშირებენ სიტყვას - „ბაღი", რაც სიმწვანესთან ასოცირდება და სამართლიანად შეესაბამება კიდეც ამ მწვანე უბანს. ბაგების ტერიტორია თბილისისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ როგორც დასახლება, არამედ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. მისი ტყე და მწვანე ზონა ერთგვარი ბუნებრივი ფილტვია ქალაქისთვის, რაც საუკუნეების განმავლობაში თბილისური ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილი იყო.

ბუნებრივი გარემო

ბუნებრივი გარემო და სუფთა ჰაერი

კვლევების მიხედვით, რომელიც "ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალმა" გამოქვეყნა, ბაგებში სუფთა ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი ბევრად უკეთესია ჭავჭავაძის და აბაშიძის ქუჩებთან შედარებით. "ბლუმ ბაგების" ტერიტორიაზე განვათავსეთ ჰაერის ხარისხის დაბინძურების ამსახველი სპეციალური აპარატი და აპლიკაცია, რომელიც ჩვენი კომპლექსის მობინადრეებს საშუალებას მისცემს ყოველდღიურად გაზომოს ჰაერის სისუფთავის მაჩვენებელი და იცხოვროს, ისუნთქოს, ისიამოვნოს ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსის ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

"ბლუმ ბაგების" გამწვანებული განიერი ტერასები და კომპლექსის ტერიტორიაზე გამწვანებული 2200 კვ.მ შიდა სივრცე, ბაგების მწვანე ლანდშაფტის ერთგვარი გაგრძელებაა და ჰარმონიულად ერწყმის უბნის საერთო სურათს.

მეზობლობა მყუდრო გარემოში

საბჭოთა პერიოდში ბაგებში აშენდა რამდენიმე სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი დასასვენებელი სახლი და დასახლება, რომელიც თავდაპირველად სპეციალურად ელიტისთვის იყო განკუთვნილი. აქაურობის სუფთა ჰაერი და ბუნებრივი სიმშვიდე ამ დროსაც დიდ ყურადღებას იპყრობდა.

"ბლუმ ბაგები" დაბალი განაშენიანების, მცირებინიანი, მცირედდასახლებული, დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც მეზობლობა შენი არჩევანია. ჩვენი პატარა სამეზობლო, საშუალებას იძლევა სოციალიზდე საერთო მოხმარების რეკრეაციულ სივრცეებში ან განმარტოვდე განიერ ტერასებზე მოწყობილ ინდივიდუალურ ბაღში. არჩევანი შენზეა, ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს ერთნაირად სთავაზობს კომფორტს.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა და განვითარების პოტენციალი

ბაგები განსხვავდება სხვა ურბანული უბნებისგან მაღალი შენობების ნაკლებობით. ამასთან, უბნის ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება, რაც უბანს საცხოვრებლად უფრო კომფორტულსა და პრესტიჟულს ხდის.

"ბლუმ ბაგები" პრემიუმ სტანდარტის, საოჯახო დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია თანამედროვე დიზაინის ენერგოეფექტური შენობითა და რეკრეაციული სივრცეებით.

გადმოდი "ბლუმ ბაგებში", აქ ყველა პირობაა თქვენი ოჯახური იდილიისთვის.

„ჰაირაიზ გრუფი" AMCHAM Georgia-ს წევრი გახდა

"ბლუმ ბაგების" პროექტის ავტორი "ჰაირაიზ გრუფი" ამერიკული ბიზნესასოციაციის - "American Chamber of Commerce in Georgia" (AMCHAM) ოფიციალური წევრი გახდა.

Highrise Group Investment

AMCHAM საერთაშორისო ბიზნესასოციაციაა, რომელიც 1998 წლიდან საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და აერთიანებს 260-ზე მეტ წამყვან კომპანიას.

AMCHAM შეხვედრა 1
AMCHAM შეხვედრა 2
AMCHAM შეხვედრა 3
AMCHAM შეხვედრა 4

"ჰაირაიზ გრუფის" დამფუძნებლებმა ერეკლე გველესიანმა და გიორგი თევზაძემ AMCHAM Georgia-ს აღმასრულებელ დირექტორს, ჯორჯ ვოლტონსა და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელს, ნინი კაპანაძეს უმასპინძლეს.

დახურული საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობები

Gated Community Introduction

თბილისის მასშტაბების ზრდასთან ერთად, უფრო მეტი ადამიანი ეძებს დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრების შესაძლებლობებს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, კომფორტი და სტაბილური გარემო დახურული საცხოვრებელი უბანი კარგი არჩევანია. პანდემიის შემდეგ, ქართული უძრავი ქონების ბაზარზე გამოიკვეთა ინტერესი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით დახურული საცხოვრებელი კომპლექსების მიმართ და მოთხოვნა, ყოველწლიურად, მკვეთრად იზრდება.

ამ ტენდეციას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი: თბილისის ურბანული მასშტაბების ინტენსიური ზრდა, დაცული საცხოვრებელი სივრცის საჭიროება, კომფორტული ინფრასტრუქტურა და კომპლექსშიდა სერვისები.

Safe Environment

უსაფრთხო გარემო

ასეთი უბნები გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით და კორპუსული ტიპის უძრავი ქონებისგან განსხვავებით, გთავაზობთ ცხოვრების გამორჩეულ სტილს.

"ბლუმ ბაგების" პროექტის მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემო და მოიცავს 24 საათიან დაცვის სისტემას კონტროლირებადი შესასვლელით და ჭკვიანი სახლის დისტანციური მართვის ჩამკეტებს, რომელიც დამონტაჟებულია აპარტამენტების ცენტრალურ შესასვლელ კარზე.

"ბლუმ ბაგების" მაცხოვრებლებს მუდმივად ექნებათ მშვიდი და სტაბილური გარემოს შეგრძნება.

Comfort and Cleanliness

კომფორტი და სისუფთავე

დაბალი განაშენიანების უბნებში პატარა სამეზობლო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, დასუფთავებისა და მებაღის სერვისი დაგხვდებათ. ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გამწვანებული შიდა ტერიტორია, მოსასვენებელი და სხვა რეკრეაციული სივრცეები, კუს ტბის სუფთა ჰაერი და შიდა ტერასული ბაღი - კიდევ უფრო ზრდის მყუდროების შეგრძნებას "ბლუმ ბაგებში".

ჩვენთან, თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე გათვლილი საერთო სივცრეები რეგულარულად წესრიგდება და ყოველდღიურად სუფთავდება კომლექსის მთლიანი ტერიტორია.

Energy Efficient Building

ენერგოეფექტური შენობა

საქართველოსთვის დამახასიათებელია კლიმატის სეზონური ცვლილება. ენერგოეფექტური შენობის უპირატესობაა ტემპერატურის შენარჩუნების უნარი. ზამთარში თქვენი აპარტამენტი რამდენიმე წუთში გათბება და დღის განმავლობაში შეინარჩუნებს ტემპერატურას, ხოლო ზაფხულში ადვილად გაგრილდება, რაც საგრძნობლად დაგიზოგავთ კომუნალურ გადასახადებს და სახლში მყუდრო გარემოს შექმნის.

Common Spaces

საერთო მოხმარების კომპლექსშიდა სივრცეები

კომფორტული ცხოვრება მოიაზრებს საცხოვრებელი პირობების ერთობლიობას, რომელიც არ სრულდება ოთხ კედელს შიგნით. სახლის ზღურბლზე გადმობიჯებისას, საცხოვრებელი გარემო ჰარმონიულად უნდა პასუხობდეს თანამედროვე ადამიანის ყველა საჭიროებას.

თბილისი საცობების ქალაქად იქცა, სადაც რთულია ავტომობილისთვის გასაჩერებელი ადგილის პოვნაც კი. "ბლუმ ბაგები" თავის რეზიდენტებს სამდონიან მიწისქვეშა პარკინგს სთავაზობს სამი სხვადასხვა ოფციითა და ფართებს სხვადასხვა კვადრატულობის მიხედვით. ჩვენთან დაგხვდებათ VIP პარკინგი ლოქერებით, საოჯახო და ინდივიდუალური პარკინგები.

თანამედროვე მოდერნისტული არქიტექტურა ინსპირირებულია სკანდინავიური ესთეტიკით. ხის პანელებითა და ორგანული მასალებით მოპირკეთებული ფასადი შენობას დიზაინერულ ხასიათს მატებს.

"ბლუმ ბაგების" ეზოს ტერიტორია 2200 კვ.მ-ს მოიცავს და სამი ტიპის გამწვანებულ ლანდშაფტურ სივრცეს გთავაზობთ - შიდა ბაღს, ტერასულ ბაღს და საბავშვო ზონას, სადაც ბავშვებთან ერთად, მათი ოთხფეხა მეგობრებიც გაერთობიან.

ექსკლუზიურად ჩვენი რეზიდენტებისთვის "ბლუმ ბაგების" ტერიტორიაზე მოეწყობა პროფესიონალური სპორტდარბაზი.

Lifestyle

ცხოვრების სტილი

განვიხილოთ ასპექტები, რომლებიც განასხვავებენ კორპუსული ტიპის მაცხოვრებლის ყოველდღიურობას დახურული საცხოვრებელი კომპლექსის ბინადრების ცხოვრების სტილისგან.

"ბლუმ ბაგების" მაცხოვრებლებს 24/7-ზე ემსახურება კონსიერჟი, სარგებლობს მიწისქვეშა პარკინგით და არ დარდობს იმაზე, თუ სად გააჩეროს ავტომობილი სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ.

ჩვენი რეზიდენტი, ოჯახთან ერთად დროს ატარებს შიდა გამწვანებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ყოვედღიურად უვლის პროფესიონალი მებაღე. ინფრასტრუქტურა გამართულია და მის მოწესრიგებულობაზე მუდმივად ზრუნავენ ჩვენი შიდა-სერვისის თანამშრომლები.

თუ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და გაფართოებაზე ფიქრობ, აირჩიე "ბლუმ ბაგები", აქ ყველა პირობაა თქვენი ოჯახის კომფორტისთვის.