"ბლუმ ბაგები" დახურული საოჯახო საცხოვრებლის კონცეფციით შენდება. ეს პროექტი მათთვისაა, ვინც გაფართოებას გეგმავს და ოჯახური იდილიისთვის, იზოლირებულ და დაცულ საცხოვრებელს ეძებს, ქალაქის ცენტრში.
ჩვენი აპარტამენტები გამოირჩევა მოსახერხებელი გეგმარებით, სადაც გათვალისწინებულია მასტერბედრუმი, ორი დამოუკიდებელი აბაზანა, საგარდერობე სივრცე და განიერი ტერასა, სადაც ქართული, ევროპული და აზიური ენდემური ჯიშის მცენარეების ერთობრლიობით მოეწყობა ინდივიდუალური ბაღი მოსასვენებლად, დღესასწაულებზე კი აქ დიდ თავყრილობების მასპინძლობასაც შეძლებთ.
პატარა სამეზობლოში ცხოვრების მთავარი უპირატესობა სიმყუდროვეა. აქ თქვენ ირჩევთ, რამდენად აქტიურად გსურთ ინტერაქცია გარე სამყაროსთან და არა პირიქით. შიდა ეზოს ტერიტორიაზე მრავლადაა მოსასვენებელი სივრცეები ბუნებასთან სიახლოვისთვის.
საცხოვრებელ კომპლექსში ფუნქციონირებს სპორტდარბაზი, მხოლოდ ჩვენი მობინადრეებისთვის.