ბაგები ეკოლოგიურად სუფთა უბანია თბილისის ცენტრში, ვაკის რაიონში. ბაგების მთავარი უპირატესობა ადვილად მისადგომი უნიკალური მდებარეობაა.
„ჰაირაიზ გრუფი" AMCHAM Georgia-ს წევრი გახდა
"ბლუმ ბაგების" პროექტის ავტორი "ჰაირაიზ გრუფი" ამერიკული ბიზნესასოციაციის - "American Chamber of Commerce in Georgia" (AMCHAM) ოფიციალური წევრი გახდა.
დახურული საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობები
თბილისის მასშტაბების ზრდასთან ერთად, უფრო მეტი ადამიანი ეძებს დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრების შესაძლებლობებს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, კომფორტი და სტაბილური გარემო დახურული საცხოვრებელი უბანი კარგი არჩევანია.
რა უნდა იცოდე ბინის შიდა განვადებით შეძენისას
გაეცანით შიდა განვადების სპეციფიკას და გააანალიზეთ, რამდენად მომგებიანი იქნება თქვენთვის მსგავსი შემოთავაზებით სარგებლობა...
რატომ უნდა გადმოხვიდე ბაგებში საცხოვრებლად
ბაგები ეკოლოგიურად სუფთა უბანია თბილისის ცენტრში, ვაკის რაიონში. ბაგების მთავარი უპირატესობა ადვილად მისადგომი უნიკალური მდებარეობაა - 5 წუთის სავალზეა საბურთალოდან, ბაგების ახალი ხიდის გავლით და სულ რაღაც, 2 წუთი დაგჭირდებათ ვაკის პარკში, კუს ტბაზე და წყნეთში მოსახვედრად.
თუ საცხოვრებლად ბაგებში გადმოსვლაზე ფიქრობთ, გახსოვდეთ, რომ ეს ნიშნავს - გამწვანებულ გარემოს, სიმშვიდეს, სუფთა ჰაერს ქალაქის ცენტრში.
ბაგების განაშენიანების ისტორია
ბაგების როგორც უბნის ისტორია 80-იანი წლებიდან იწყება. სწორედ, საბჭოთა პერიოდში გადაწყდა ტერასული ტიპის უბნის განაშენიანება ვაკის განაპირას, წყნეთის გზატკეცილის გასწვრივ, რომელიც მანამდე აუთვისებელ რეკრეაციულ ზონად მიიჩნეოდა.
ბაგები ისტორიულად იყო ერთ-ერთი ძირითადი გზაჯვარედინი, რომელიც თბილისს წყნეთისკენ აკავშირებდა. ეს გზა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თბილისთან მიმოსვლაში.
თბილისის ურბანიზაციის პროცესში, მე-20 საუკუნეში, ბაგებში დაიწყო დასახლებების მშენებლობა და ის იქცა თანამედროვე უბნად.
"ბლუმ ბაგების" კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ადვილად მისადგომი მდებარეობაა. აქ ქალაქის ცენტრიდან ვაკის პარკიდან და კუს ტბიდან 2 წუთში მოხვდები. ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსიდან 300 მეტრში ბაგების ხიდი მდებარეობს, რომელიც სულ რაღაც 5 წუთში დაგაკავშირებს საბურთალოსთან.
უბნის სახელწოდებას - "ბაგები" ურბანისტები უკავშირებენ სიტყვას - „ბაღი", რაც სიმწვანესთან ასოცირდება და სამართლიანად შეესაბამება კიდეც ამ მწვანე უბანს. ბაგების ტერიტორია თბილისისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ როგორც დასახლება, არამედ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. მისი ტყე და მწვანე ზონა ერთგვარი ბუნებრივი ფილტვია ქალაქისთვის, რაც საუკუნეების განმავლობაში თბილისური ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილი იყო.
ბუნებრივი გარემო და სუფთა ჰაერი
კვლევების მიხედვით, რომელიც "ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალმა" გამოქვეყნა, ბაგებში სუფთა ჰაერის ხარისხის მაჩვენებელი ბევრად უკეთესია ჭავჭავაძის და აბაშიძის ქუჩებთან შედარებით. "ბლუმ ბაგების" ტერიტორიაზე განვათავსეთ ჰაერის ხარისხის დაბინძურების ამსახველი სპეციალური აპარატი და აპლიკაცია, რომელიც ჩვენი კომპლექსის მობინადრეებს საშუალებას მისცემს ყოველდღიურად გაზომოს ჰაერის სისუფთავის მაჩვენებელი და იცხოვროს, ისუნთქოს, ისიამოვნოს ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსის ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.
"ბლუმ ბაგების" გამწვანებული განიერი ტერასები და კომპლექსის ტერიტორიაზე გამწვანებული 2200 კვ.მ შიდა სივრცე, ბაგების მწვანე ლანდშაფტის ერთგვარი გაგრძელებაა და ჰარმონიულად ერწყმის უბნის საერთო სურათს.
მეზობლობა მყუდრო გარემოში
საბჭოთა პერიოდში ბაგებში აშენდა რამდენიმე სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი დასასვენებელი სახლი და დასახლება, რომელიც თავდაპირველად სპეციალურად ელიტისთვის იყო განკუთვნილი. აქაურობის სუფთა ჰაერი და ბუნებრივი სიმშვიდე ამ დროსაც დიდ ყურადღებას იპყრობდა.
"ბლუმ ბაგები" დაბალი განაშენიანების, მცირებინიანი, მცირედდასახლებული, დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც მეზობლობა შენი არჩევანია. ჩვენი პატარა სამეზობლო, საშუალებას იძლევა სოციალიზდე საერთო მოხმარების რეკრეაციულ სივრცეებში ან განმარტოვდე განიერ ტერასებზე მოწყობილ ინდივიდუალურ ბაღში. არჩევანი შენზეა, ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს ერთნაირად სთავაზობს კომფორტს.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა და განვითარების პოტენციალი
ბაგები განსხვავდება სხვა ურბანული უბნებისგან მაღალი შენობების ნაკლებობით. ამასთან, უბნის ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება, რაც უბანს საცხოვრებლად უფრო კომფორტულსა და პრესტიჟულს ხდის.
"ბლუმ ბაგები" პრემიუმ სტანდარტის, საოჯახო დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია თანამედროვე დიზაინის ენერგოეფექტური შენობითა და რეკრეაციული სივრცეებით.
გადმოდი "ბლუმ ბაგებში", აქ ყველა პირობაა თქვენი ოჯახური იდილიისთვის.
„ჰაირაიზ გრუფი" AMCHAM Georgia-ს წევრი გახდა
"ბლუმ ბაგების" პროექტის ავტორი "ჰაირაიზ გრუფი" ამერიკული ბიზნესასოციაციის - "American Chamber of Commerce in Georgia" (AMCHAM) ოფიციალური წევრი გახდა.
AMCHAM საერთაშორისო ბიზნესასოციაციაა, რომელიც 1998 წლიდან საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და აერთიანებს 260-ზე მეტ წამყვან კომპანიას.
"ჰაირაიზ გრუფის" დამფუძნებლებმა ერეკლე გველესიანმა და გიორგი თევზაძემ AMCHAM Georgia-ს აღმასრულებელ დირექტორს, ჯორჯ ვოლტონსა და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელს, ნინი კაპანაძეს უმასპინძლეს.
დახურული საცხოვრებელი კომპლექსის უპირატესობები
თბილისის მასშტაბების ზრდასთან ერთად, უფრო მეტი ადამიანი ეძებს დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრების შესაძლებლობებს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, კომფორტი და სტაბილური გარემო დახურული საცხოვრებელი უბანი კარგი არჩევანია. პანდემიის შემდეგ, ქართული უძრავი ქონების ბაზარზე გამოიკვეთა ინტერესი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით დახურული საცხოვრებელი კომპლექსების მიმართ და მოთხოვნა, ყოველწლიურად, მკვეთრად იზრდება.
ამ ტენდეციას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი: თბილისის ურბანული მასშტაბების ინტენსიური ზრდა, დაცული საცხოვრებელი სივრცის საჭიროება, კომფორტული ინფრასტრუქტურა და კომპლექსშიდა სერვისები.
უსაფრთხო გარემო
ასეთი უბნები გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით და კორპუსული ტიპის უძრავი ქონებისგან განსხვავებით, გთავაზობთ ცხოვრების გამორჩეულ სტილს.
"ბლუმ ბაგების" პროექტის მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემო და მოიცავს 24 საათიან დაცვის სისტემას კონტროლირებადი შესასვლელით და ჭკვიანი სახლის დისტანციური მართვის ჩამკეტებს, რომელიც დამონტაჟებულია აპარტამენტების ცენტრალურ შესასვლელ კარზე.
"ბლუმ ბაგების" მაცხოვრებლებს მუდმივად ექნებათ მშვიდი და სტაბილური გარემოს შეგრძნება.
კომფორტი და სისუფთავე
დაბალი განაშენიანების უბნებში პატარა სამეზობლო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, დასუფთავებისა და მებაღის სერვისი დაგხვდებათ. ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გამწვანებული შიდა ტერიტორია, მოსასვენებელი და სხვა რეკრეაციული სივრცეები, კუს ტბის სუფთა ჰაერი და შიდა ტერასული ბაღი - კიდევ უფრო ზრდის მყუდროების შეგრძნებას "ბლუმ ბაგებში".
ჩვენთან, თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე გათვლილი საერთო სივცრეები რეგულარულად წესრიგდება და ყოველდღიურად სუფთავდება კომლექსის მთლიანი ტერიტორია.
ენერგოეფექტური შენობა
საქართველოსთვის დამახასიათებელია კლიმატის სეზონური ცვლილება. ენერგოეფექტური შენობის უპირატესობაა ტემპერატურის შენარჩუნების უნარი. ზამთარში თქვენი აპარტამენტი რამდენიმე წუთში გათბება და დღის განმავლობაში შეინარჩუნებს ტემპერატურას, ხოლო ზაფხულში ადვილად გაგრილდება, რაც საგრძნობლად დაგიზოგავთ კომუნალურ გადასახადებს და სახლში მყუდრო გარემოს შექმნის.
საერთო მოხმარების კომპლექსშიდა სივრცეები
კომფორტული ცხოვრება მოიაზრებს საცხოვრებელი პირობების ერთობლიობას, რომელიც არ სრულდება ოთხ კედელს შიგნით. სახლის ზღურბლზე გადმობიჯებისას, საცხოვრებელი გარემო ჰარმონიულად უნდა პასუხობდეს თანამედროვე ადამიანის ყველა საჭიროებას.
თბილისი საცობების ქალაქად იქცა, სადაც რთულია ავტომობილისთვის გასაჩერებელი ადგილის პოვნაც კი. "ბლუმ ბაგები" თავის რეზიდენტებს სამდონიან მიწისქვეშა პარკინგს სთავაზობს სამი სხვადასხვა ოფციითა და ფართებს სხვადასხვა კვადრატულობის მიხედვით. ჩვენთან დაგხვდებათ VIP პარკინგი ლოქერებით, საოჯახო და ინდივიდუალური პარკინგები.
თანამედროვე მოდერნისტული არქიტექტურა ინსპირირებულია სკანდინავიური ესთეტიკით. ხის პანელებითა და ორგანული მასალებით მოპირკეთებული ფასადი შენობას დიზაინერულ ხასიათს მატებს.
"ბლუმ ბაგების" ეზოს ტერიტორია 2200 კვ.მ-ს მოიცავს და სამი ტიპის გამწვანებულ ლანდშაფტურ სივრცეს გთავაზობთ - შიდა ბაღს, ტერასულ ბაღს და საბავშვო ზონას, სადაც ბავშვებთან ერთად, მათი ოთხფეხა მეგობრებიც გაერთობიან.
ექსკლუზიურად ჩვენი რეზიდენტებისთვის "ბლუმ ბაგების" ტერიტორიაზე მოეწყობა პროფესიონალური სპორტდარბაზი.
ცხოვრების სტილი
განვიხილოთ ასპექტები, რომლებიც განასხვავებენ კორპუსული ტიპის მაცხოვრებლის ყოველდღიურობას დახურული საცხოვრებელი კომპლექსის ბინადრების ცხოვრების სტილისგან.
"ბლუმ ბაგების" მაცხოვრებლებს 24/7-ზე ემსახურება კონსიერჟი, სარგებლობს მიწისქვეშა პარკინგით და არ დარდობს იმაზე, თუ სად გააჩეროს ავტომობილი სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ.
ჩვენი რეზიდენტი, ოჯახთან ერთად დროს ატარებს შიდა გამწვანებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ყოვედღიურად უვლის პროფესიონალი მებაღე. ინფრასტრუქტურა გამართულია და მის მოწესრიგებულობაზე მუდმივად ზრუნავენ ჩვენი შიდა-სერვისის თანამშრომლები.
თუ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და გაფართოებაზე ფიქრობ, აირჩიე "ბლუმ ბაგები", აქ ყველა პირობაა თქვენი ოჯახის კომფორტისთვის.
რა უნდა იცოდე ბინის შიდა განვადებით შეძენისას
ადამიანების უმრავლესობისთვის საცხოვრებელი ფართის შეძენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელიც მომავალი 10-15 წლის მანძილზე განსაზღვრავს მათი ცხოვრების ფინანსურ მდგომარეობას. დღევანდელ რეალობაში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ბინები შიდა განვადებით, რადგან უმეტესობისთვის ეს ბანკის იპოთეკის თავიდან აცილების ერთადერთი რეალისტური გზაა.
ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ გაერკვეთ შიდა განვადების სპეციფიკაში და გაანალიზოთ, რამდენად მომგებიანი იქნება თქვენთვის მსგავსი შემოთავაზებით სარგებლობა საცხოვრებელი ფართის შესაძენად.
რას ნიშნავს შიდა უპროცენტო განვადება?
როდესაც სამშენებლო თუ დეველოპერული კომპანია "შიდა განვადებას" გთავაზობთ, ეს ნიშნავს რომ შეთანხმებას საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ პირდაპირ მასთან დებთ, ბანკის ჩარევის გარეშე.
არ არსებობს შიდა განვადების ერთიანი ფორმულა - ყველა კომპანია პირობებს თავის შეხედულებისამებრ ადგენს. ზოგიერთისგან ბინები წინასწარი შენატანის გარეშეც შეგიძლიათ შეიძინოთ (ეს ვარიანტი განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს საწყისი კაპიტალი და არ სურს საბანკო სესხის აღება), თუმცა კომპანიების აბსოლუტური უმეტესობა დღესდღეობით ითხოვს წინასწარ შენატანს 10%-20%-ის რაოდენობით (20% საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ამჟამად სტანდარტად ითვლება).
თუ უფრო მოქნილი გრაფიკი და პირობები გჭირდებათ, ვიდრე ტრადიციული საბანკო იპოთეკა, მშენებარე ბინები შიდა განვადებით ხშირად საუკეთესო გამოსავალია - მყიდველს აქვს შესაძლებლობა პირდაპირ კომპანიას შეუთანხმოს გადახდის პერიოდი და თვიური შენატანის ოდენობა თავისი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამასთან ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირობებზე შეთანხმების შესაძლებლობა არ ნიშნავს რომ აბსოლუტური თავისუფლება გეძლევათ - კომპანიას დიდი ალბათობით ექნება მინიმალური თვიური შენატანისა და შიდა განვადების მაქსიმალური ხანგრძლივობის პირობებიც.
ბლუმ ბაგების შემოთავაზება
საინვესტიციო კომპანია "ჰაირაზ გრუფის" მიმდინარე პროექტი "ბლუმ ბაგები" გაძლევთ იდეალურ შესაძლებლობას ბინის შესაძენად. გთავაზობთ წინასწარი შენატანის გარეშე შიდა უპროცენტო განვადებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე. ჩვენი კომპლექსის მომავალ ბინადარს აქვს შესაძლებლობა ჩვენთან შეიძინოს ბინა თუ მას არ აქვს საწყისი კაპიტალი, კომპლექსის დასრულებამდე კი გადაანაწილოს მისთვის მორგებული გრაფიკით მთლიანი ბინის ღირებულების მინიმუმ 20%, ასევე მას შეუძლია დაფაროს დარჩენილი 80% შიდა უპროცენტო გადანაწილებით ამავე პერიოდში, რაც შესაძლებლობას აძლევს მყიდველს თავი აირიდოს ბანკის ზედმეტი ვალდებულებებისგან.
გადახდის შესაძლებლობები:
შიდა უპროცენტო განვადება წინასწარი შენატანის გარეშე თქვენზე მორგებული გრაფიკით
"სოლო" და "თიბისი"-ის მომხმარებლებისთვის 7%-მდე ფასდაკლება
ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში
პროექტის დეტალები:
დასრულების ვადა: 2025 წლის დეკემბერი
გაუმჯობესებული მწვანე კარკასის კონდიცია
მოჭიმული იატაკი და მოპირკეთებული აივანი
საუკეთესო ხარისხის კარ-ფანჯარა
მიყვანილია კოსმეტიკურ რემონტამდე
ორდონიანი პარკინგი
ფიტნეს დარბაზი
უსაფრთხოების სისტემა ჭკვიანი სახლის დისტანციური მართვის კარის ჩამკეტებით
საინვესტიციო კომპანია "ჰაირაზ გრუფს", რომელიც 10 წლიანი გამოცდილებით ოპერირებს სამშენებლო ინდუსტრიაში, აქვს რამდენიმე წარმატებით დასრულებული კომპლექსი, არის ოფიციალური წევრი ამერიკული ბიზნესასოციაციის "American Chamber of Commerce in Georgia" (AMCHAM).
"ბლუმ ბაგების" პრემიუმ ხარისხის პროექტი ბინის შეძენის მსურველებს აძლევთ იდეალურ შესაძლებლობას შიდა უპროცენტო გადახდის მოქნილი პირობებით გახდეს კომპლექსის ბინადარი.